გენეტიკურად გაპირობებული უპირატესად მარცხენა ხელის გამოყენება მიზანმიმართული მოძრაობების შესრულების დროს, მაგ., წერა, ხატვა, კოვზის, ჩაქუჩის დაჭერა, ხმარება და სხვ. ცაციაობა შეიძლება იყოს ფარული. ონტოგენეზის პროცესში ინდივიდს უმუშავდება ამ მოქმედებათა მარჯვენა ხელით შესრულების ჩვევები. ფარული ცაციაობა ვლინდება სპონტანურად, ზოგიერთი აფექტური მდგომარეობის დროს და ზოგიერთი ქცევითი ტესტის საშუალებით. ცაციაობა მიუთითებს უმაღილესი ქერქული ფუნქციების (მეტყველება, კითხვა, წერა და სხვ,) თავის ტვინის მარჯვენა ჰემისფეროში ლოკალიზაციაზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.