A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ცა ცე ცვ ცი ცნ ცრ ცუ ცქ ცხ
ცედ ცელ ცენ ცერ ცეფ

ცელვეგერსის სინდრომი

Rus. Целвегерса синдром
თანდაყოლილი ანომალიების კომპლექსი, გადაცემის ავტოსომურ-რეცესიული ტიპი. დამახასიათებელია: ჰიპოტონია, ბრაქიცეფალია, მაღალი შუბლი, ბრტყელი ცხვირის ძგიდე, ტერფების დეფორმაცია; თავის ქალას და ძვლების მრავლობითი თანდაყოლილი ცვლილებები, პირამიდული ნიშნები, თირკმელების და ღვიძლის დაზიანება. ვლინდება ადრეულ ასაკში. ზოგჯერ აღინიშნება კრუნჩხვითი გულყრები, თანდაყოლილი გლაუკომა და ჰიპოსპადია. ფსიქიკის მხრივ – გონებრივი განუვითარებლობა. პათოლოგანატომიურად - ცვლილებები თავის ტვინში (კორძიანი სხეული, ნათხემი, გვერდითი პარკუჭები) და თირკმლის ქერქოვან შრეში. სინდრომი განპირობებულია ამინმჟავების ცვლის დარღვევით. Zellwegers, 1964
Synonym: ცერებროჰეპატორენული სინდრომი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9