Rus. церебральная аноксия и апалический синдром (Cerebral Anoxia and the Apallie syndrome), თავის ტვინის დიფუზური პროლონგირებული ანოქსია შეიძლება გამოიწვიოს გულის უკმარისობამ. შოკმა, სუნთქვის გაძნელებამ. ნახშირჟანგით ინტოქსიკაციამ, ტრავმამ და სხვ. „დეკორტიკაციის“ ან „დეცერებრაციის“ დამახასიათებელი სურათი შეიძლება განვითარდეს ზოგჯერ აშკარა გამოჯანმრთელების რამდენიმე დღიან ნათელ პერიოდში. ეს მდგომარეობა აღწერილია როგორც აპალიური სინდრომი. მას შეიძლება დაერთოს ე.წ. ღვიძლის კომის მდგომარეობა: ავადმყოფი წევს თვალგახელილი, მზერას ვერ აფიქსირებს. დავალებებს ვერ ასრულებს. ხშირად დაცვითი რეფლექსები არ აღინიშნება. ავადმყოფი რჩება უმოძრაო პასიურად მოცემულ პოზაში. გამოხატულია პრიმიტიული რეფლექსები, როგორიცაა წოვა და ტაცება, შეიძლება განვითარდეს რიგიდობა და ექსტრაპირამიდული ჰიპოკინეზია, ასევე ექსტენზორული კრუნჩხვები და მასიური მოძრაობები. პროგნოზი დამოკიდებუილია ტვინის დაზიანების მასიურობაზე, მხოლოდ იშვიათ შემთხვევებში არ რჩება არავითარი რეზიდუალური ნევროლოგიური დარღვევები და რედუცირდება 24 სთ-ში ტვინის მრავლობითი დაზიანების დროს რეანიმაციის თანამედროვე მეთოდების გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს კომა ზეზღურბლოვანი. როცა გულის მუშაობა შენარჩუნუბელია, მაგრამ სპონტანური სუნთქვა არ არის. ტვინის სიკვდილის დროს არტერიული წნევა და ტემპერატურა ეცემა 35°C-ზე ქვემოთ. სპინალური რეფლექსები შენარჩუნებულია, ცერებრული რეფლექსები კი არა. ეეგ არ აჩვენებს თვინის ელექტრულ აქტივობას. („ჩუმი ეეგ“)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.