A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ცა ცე ცვ ცი ცნ ცრ ცუ ცქ ცხ
ცედ ცელ ცენ ცერ ცეფ

ცერებრული რეგიონული სისხლის მიმოქცევის გამოკვლევა

Rus. исследование региона церебрпльного кровотока
მეთოდი იძლევა საშუალებას. გამოვიკვლიოთ თავის ტვინის სხვადასხვა უბნების სისხლმომარაგების სურათი. ითვლება. რომ სისხლით მომარაგება კორელაციაშია ნეირონულ აქტივობასთან. ამ მიზნით რადიონუკლეიდი ქსენონი – 133 ინჰალაციის საშუალებით შეყავთ ორგანიზმში. დეტექტორების საშუალებით საზღვრავენ ქსენონ-133-ის გამოყოფის სიჩქარეს (რუხი ნივთიერებიდან სწრაფი გამოყოფა, თეთრი ნივთიერებიდან - ნელი გამოყოფა) და ადარებენ სტანდარტულს. გამოიყენება დემენციის, იშემიის. ატროფიის დროს. შიზოფრენიით დაავადებულებში ვლინდება სისხლის ნაკადის შესუსტება დორზალურ–ლატერალურ–ფრონტალურ ნაწილებში და მისი აჩქარება აგზნებულ მდგომარეობაში მარცხენა ჰემისფეროში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9