(ცირა - მეგრული სიტყვა, ნიშნავს გოგოს, ბატონები - ამ შემთხვევაში გამოიყენება ზებუნებრივი ძალების აღსანიშნავად). მასიური ინდუცირებული ისტერიული ეპიდემია, რომელიც აღინიშნა სამეგრელოს რეგიონში XX ს. 90-იანი წლების ბოლოს როგორც აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებულ პირებში, ასევე ადგილობრივ. მოსახლეობაში. გამოვლინდება დეპრესიით, შფოთვითი და ფობიური მდგომარეობებით, ობსესიურ-კომპულსიური და კონვერსიულ-ისტერიული დარღვევებით, იპოქონდრიული და ანორექსიული სიმპტომებით. სახელწოდება - ცირა ბატონები და კოჩი ბატონები (მეგრულად კოჩი – მამაკაცი) დაკავშირებულია იმ ფაქტთან, რომ უმეტესად სიმპტომთა კუპირება ხდებოდა იმ რიტუალების საშუალებით, რომელსაც მოსახლეობა ტრადიციულად ასრულებდა „ბატონების“ – ბავშვთა ინფექციური დაავადებების (წითელა, ყივანახველა და სხვ.) მკურნალობის პროცესში. მიეკუთვნება პოსტტრავმულ სტრესულ აშლილობებს. გოგონებში ოცჯერ უფრო მეტადაა გამოხატული, ვიდრე ვაჟებში. აღწერილია შ. გამყრელიძის, ო. ჭითავას, თ. სილაგაძის, ნ. რუხაძის, ნ. ჯიბღაშვილის და ნ. ფუტკარაძის მიერ (1999)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.