A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ცა ცე ცვ ცი ცნ ცრ ცუ ცქ ცხ
ციე ცივ ციკ ცირ ცის ციტ ციხ

ცისტიცერკოზი

Rus. цистицеркоз
პარაზიტული დაავადება ღორის ლენტურას (Taenia soleum) ცისტიცერკებით. ცისტიცერკული ბუშტუკები აღწევს მნიშვნელოვან ზომას, ირგვლივმდებარე ქსოვილებში აღინიშნება ანთებითი რეაქციები. ბუშტუკების ლოკალიზაციის ერთ-ერთი ხშირი ობიექტია თავის ტვინი. ზიანდება ჰემისფეროები, ტვინის პარკუჭები და მისი ძირი. ჰემისფეროების დაზიანების დროს ძირითადად აღინიშნება ქერქის გაღიზიანების სიმპტომები და არა მისი ფუნქციების გამოვარდნა. განსაკუთრებით ხშირია ეპილეფსიფორმული პოლიმორფული გამოვლინებები. აღინიშნება კორსაკოვის, დეპრესიული და ჰალუცინაციურ-პარანოიდული სინდრომები. ავადმყოფური სიმპტომები გამოირჩევა მრავლობითი კერებით. არამყარობით, ხშირად მიმდინარეობს ხანგრძლივი რემისიებით (ბუშტების გაქრობა). ზოგადი სიმპტომები - თავის ტკივილი, თავბრუსხვევა, ღებინება, მხედველობის ნერვების შეგუბებითი დვრილები, შესაძლებელია ცნობიერების შეცვლის მდგომარეობანი. პარკუჭოვანი ც. მიმდინარეობს ფსევდოტუმორული სიმპტომაგიკით, ბაზალური ც. (რაცემოზული - დატოტვილი) — ბაზალური მენინგიტის ტიპით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9