ხანმოკლე რეაქტიული მდგომარეობა, რომელიც აღმოცენდება ციხის პირობებში და მიმდინარეობს გამძვინვარების აფექტით, მწვავე ფსიქომოტორული აგზნებით, აგრესიულ-დამანგრეველი ქმედობებით. გვხვდება ან დაპატიმრებისა და ციხეში მოთავსებისთანავე, ან ვითარდება ინდუცირებული მასობრივი ფსიქოზის ტიპით ციხის მომსახურე პერსონალის საქციელზე საპასუხოდ იმ პირებში, რომლებიც დიდი ხანია იხდიან სასჯელს. განსაკუთრებით რამდენიმე ფსიქოპათიური პიროვნების ერთდროულად ერთად ყოფნის პირობებში
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.