Rus. сознание сверхбодрствующее ვლინდება ასოციაციური დინების გაადვილებით. ხატოვანი და გამკვეთრებული წარმოდგენებით, აწეული აქტივობით და სააზროვნო მოქმედებით მათი უმნიშვნელო პროდუქტიულობის დროს. დამახასიათებელია აგრეთვე აწეული გაფანტულობა, ყოველდღიური განცდების აღქმის სიახლე. საკუთარი მდგომარეობის უჩვეულობის განცდა, გადაწყვეტილების მიღების სისწრაფე, გარემოებების და მოვლენების აზრში ჩაწვდომის გაიოლების შთაბეჭდილება. ზოგიერთი გამოვლინებით მოგვაგონებს მენტიზმს, აღინიშნება ჰიპომანიაში, ექსტაზის მდგომარეობებში, შიზოფრენიის მწვავე დებიუტის დროს (ამ შემთხვევებში გადადის მენტიზმში). სტიმულატორების და ჰალუცინოგენების დიდი დოზით მიღების შემდეგ. აგრეთვე იმ პრეპარატებისა რომელთაც, ჩვეულებრივ. აქეთ სედაციური მოქმედება (პიპოლფენი, დიმედროლი), პარადოქსული ეფეტის შედეგად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.