აღინიშნება ისტერიული ფსიქოზების დროს. დამახასიათებელია ფსიქოგენიასთან დაკავშრრებული მწვავე დასაწყისი. ცნობიერების შევიწროება ძირითადად ხდება მისი მოცულობის ხარჯზე. ცნობიერებაში შენარჩუნებულია და დომინირებს აფექტური მნიშვნელობის კავშირები, არაიშვიათად ავადმყოფის რეაქცია გარშემომყოფთა სიტყვებსა და ქცევაზე ვლინდება ერთგვარი ნეგატიური ფორმით. როგორც წესი. არ არის ცვლილებები ეეგ-ზე. აღინიშნება აგრეთვე ორგანული გენეზის ბინდისებური ცნობიერების დროს
Synonym: ცნობიერება ბინდისებური ფუნქციური, ცნობიერება აფექტურად შევიწროებული, ისტერიული ბინდისებური ცნობიერება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.