A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ცა ცე ცვ ცი ცნ ცრ ცუ ცქ ცხ
ცნე ცნო

ცნობიერების დაბინდვა

Rus. помрачение сознания
გარე სინამდვილის - რეალური სამყაროს, საგნების, მოვლენების მათი ასახვის დარღვევა. ვლინდება გარემოს აღქმის სრული ან ნაწილობრივი შეუძლებლობით. ავტო- და ალოფსიქიკური დეგზორიენტირებით, აზროვნების დარღვევებით, ც. დ-ის მდგომარეობიდან გამოსვლისას (სრული ან ნაწილობრივი) ამნეზიით. გურევიჩის (Гуревич М.О., 1949) მიხედვით, არჩევენ „ცნობიერების აშლის“ (ბინდისებური ცნობიერება, დელირიუმი, ონეიროიდი) და „ცნობიერების გამოთიშვის” (გაბრუება, სოპორი, კომა) სინდრომებს, „ცნობიერების აშლის“ სინდრომები აღმოცენდება თავის ტვინის ქერქის მოქმედების დარღვევის დროს და ხასიათდება როგორც დეზინტეგრაციული; მიმდინარეობს პათოლოგიური პროდუქციით (ბოდვა, ჰალუცინაცია) და დამახასიათებელია მწვავე ფსიქოზებისთვის. „ცნობიერების გამოთიშვა“ ხდება თავის ტვინის ღეროს დაზიანების შედეგად. იგი წარმოადგენს არა დეზინტეგრაციას, არამედ ცნობიერების ფუნქციის სხვადასხვა სიღრმით გამოვარდნას და მიმდინარეობს ფსიქოპათოლოგიური პროდუქციის გარეშე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9