მაღალგანვითარებული ორგანიზმის რეგულარულად განმეორებადი, პერიოდული ფიზიოლოგიური მდგომარეობა, ხასიათდება გარეგნული უმოძრაობით, გარე სამყაროს გამღიზიანებლებისგან გამოთიშვით, ღვიძილისგან განსხვავებით შედარებითი სიმშვიდით და გაღიზიანების ზღურბლის აწევით. ელექტროფიზიოლოგიურად ძილი ჰეტეროგენურია რაც განისაზღვრება ტვინის ელექტრული პოტენციალების სხვადასხვაგვარი აქტივობით. ძილ-ღვიძილის ციკლი მოიცავს ღვიძილს, თვლემას, ზერელე ნელ ძილს, ღრმა ნელ ძილს და პარადოქსულ სწრაფ ძილს. თავის ტვინის აქტივობა თვლემისა და ნელი ძილის დროს დაბალია, ღვიძილისა და პარადოქსული ძილის დროს - მაღალი. ფსიქოანალიზში: მდგომარეობა, რომელიც ფსიქიკური თვალსაზრისით, არის გარე სამყაროს მიმართ ინტერესის დაკარგვა. ძ–ის ბიოლოგიური მიზანია დასვენება
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.