A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ძა ძი
ძილ

ძილი სამკურნალო

Rus. сон лечебный
ნერვულ-ფსიქიკური დაავადებების მკურნალობის მეთოდი ხანგრძლივი და წყვეტილი ძილით. მოწოდებულია კლეზის (Klaesi J., 1920) მიერ „ხანგრძლივი ნარკოზის“ სახელწოდებით შიზოფრენიით დაავადებულთა სამკურნალოდ. თავდაპირველად ამ მიზნით იხმარებოდა სომნიფენი. შემდგომში საძილეების სახით გამოიყენებოდა სხვადასხვა სამკურნალწამლო ნარევები (ბარბიტურატები, ალკალოიდები, ქლორალჰიდრატი, ნეიროლეფსიური პრეპარატები), მოწოდებული იყო შიზოფრენიის აქტიური მკურნალობის სხვა მეთოდებთან, მათ შორის ინსულინ-კომატოზური თერაპიასთან ერთად. დადგენილი იყო, რომ წყვეტილი მედიკამენტური ძილი ნაკლებტოქსიკურია. ვიდრე ხანგრძლივი. ძილით მკურნალობის თეორიულ საფუძველს წარმოადგენდა პავლოვის კონცეფცია დაცვითი (დამცველი) შეკავების შესახებ; გამოთქმულია აგრეთვე აზრი, რომ ძილს აქვს დადებითი გავლენა ნერვული სისტემის ცვლით პროცესებზე (ტროფოტროფია) (Weiner K., I956). მჟამად, ძილით მკურნალობა ძირითადად გამოიყენება მოსაზღვრე ფსიქიატრიაში, განსაკუთრებით ნევროზების და ნევროზისმაგვარი მდგომარეობების და აგრიპნიული დარღვევებით მიმდინარე ციკლოთიმიური (მათ შორის ლატენტური) დეპრესიების დროს. მედიკამენტური საშუალებების ტოქსიკური გავლენის თავიდან აცილების მიზნით მათ ცვლიან ელექტროისტიმულაციით, იყენებენ აგრეთვე ჰიპნოზურ ხერხებს ფიზიოლოგიური ძილის გასახანგრძლივებლად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9