Rus. типы лекарственной зависимости აქ: სამკურნალწამლო საშუალებების (ნარკოტიკულ, ფსიქოტროპული) მოქმედება განისაზღვრება შემდეგი კრიტერიუმებით: ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულებების განვითარება და ტოლერანტობის ცვლილებები. გამოხატულების ხარისხის მიხედვით არჩევენ წამალთდამოკიდებულების ან დამოკიდებულების 8 ტიპს: 1) მორფინული ტიპი - ახასიათებს მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური და ფიზიკური დამოკიდებულების სწრაფად განვითარება. ტოლერანტობის სწრაფი ცვლილებები და ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარების უნარი სხვა ფსიქოაქტიურ ნივთიერებებთან; 2) ბარბიტურატული ტიპი - მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური დამოკიდებულება, განვითარებული მძიმე ფიზიკური დამოკიდებულების ნელა ჩამოყალიბება, გამოხატული ტოლერანტობა და ჯვარედინი ტოლერანტობა სხვა ფსიქოაქტიურ ნიეთივრებებთან; 3) ფენამინური ტიპი - მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური და უმნიშვნელო ფიზიკური დამოკიდებულების განვითარება. გამოხატული ტოლერანტობა; 4) კანაბისური ტიპი - ზომიერად და მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური დამოკიდებულება. სუსტად ან ძალიან სუსტად გამოხატული ფიზიკური დამოკიდებულება. ტოლერანტობის ზრდა ძალიან მაღალი დოზების ხმარების შედეგად; 5) კოკაინური ტიპი – მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური და ძალიან სუსტად გამოხატული ფიზიკური დამოკიდებულება ტოლერანტობის უმნიშვნელო ცვლილებით: 6) ალკოჰოლური ტიპი – მკვეთრად გამოხატული ფსიქიკური და ფიზიკური (ეთანოლის დიდი დოზების სისტემატური მოხმარების შემთხვევები) დამოკიდებულება ტოლერანტობის ზომიერი ცვლილებებით და ჯვარედინი ტოლერანტობის განვითარების უნარით; 7) ნიკოტინური ტიპი - ზომიერი ფსიქიკური და სუსტი ფიზიკური დამოკიდებულება; 8) ინჰალაციური ტიპი - მკვეთრი ფსიქიკური დამოკიდებულება და ზომიერი ფიზიკური დამოკიდებულების არსებობა ტოლერანტობის ზომიერი ცვლილებების ფონზე
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.