A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

წა წე წვ წი წმ
წამ წარ

წარმოდგენა

Rus. представление
G. Vorstellung
ფილოსოფიის და ფსიქოლოგიის კლასიკური ტერმინი. ეს არის ის. რასაც ადამიანი წარმოიდგენს, ის, რაც ქმნის აზროვნებითი აქტის კონკრეტულ შინაარსს. განსაკუთრებით ადრე აღქმულის კვლავწარმოქმნა. ფროიდი ერთმანეთს უპირისპირებს წარმოდგენებს და აფექტს. და მიაჩნია. რომ ფსიქიკის გამოვლინების ამ ორ სახეს აქვს თავისი „ბედი“ ზოგადფსიქოლოგიური თვალსაზრისით. წარმოდგენა არის საგნის ან მოვლენის თვალსაჩინო სახე, აღმოცენებული მოგონების ან პროდუქტიული წარმოსახვის. უკვე არსებულ შეგრძნების და აღქმის საფუძველზე. შემეცნებით მოქმედებაში წარმოდგენას უჭირავს შუალედური მდგომარეობა აღქმასა და აბსტრაქტულ-ლოგიკურ აზროვნებას შორის. რადგან წ. აღადგენს წინა გამოცდილებას მეხსიერებაში ან წარმოსახვაში. არჩევენ მეხსიერების და წარმოსახვის წ-ს. არჩევენ აგრეთვე წ-ს მოდალობის მიხედვით - მხედველობითი, სმენითი, კინესთეზიური და ა. შ. წ. არის ცალკეული ობიექტის მრავალი აღქმის სუმირებული სახე. ზოგიერთი ფსიქიკური დარღვევის დროს წარმოდგენა შეიძლება იყოს მეტნაკლებად მკაფიო, გრძნობადი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9