Rus. сопративлениеG. Widerstand ფსიქოანალიზში: ცენზურის გამოვლინების ერთ-ერთი ფორმა. არაცნობიერი ტენდენცია, არ დაუშვას ცნობიერში გამოდევნილი არაცნობიერი სურვილები და აზრები. ფსიქოანალიზური სეანსის დროს ვლინდება წინააღმდეგობის გაწევით (ექიმის კრიტიკა, გადატანა, აღმოცენებული აზრების გადმოცემაზე უარის თქმა იმ მოტივით. რომ ისინი „სრულიად უაზროა“ ან არ არის მნიშვნელოვანი და ა.შ.) და რჩება პაციენტისათვის არაცნობიერი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.