Rus. предсознательноеG. Vorbewusst ფსიქოანალიზში: ყველა ის ფსიქიკური შინაარსი და პროცესი (მოგონებები, ხატები, მათი ვერბალური სიმბოლოები, მოტორული ჩვევები), რომლებიც მეტ-ნაკლებად ლოგიკურადაა ორგანიზებული აზროვნების ნიმუშებად და შეუძლია ცნობიერების მიღწევა ყურადღების ფოკუსირების აქტით. აზროვნების ეს ორგანიზაციები შეიძლება გადაიჭიმოს რეალობაზე ვერბალურ ფორმებში ორიენტირებული პრობლემის გადაჭრის მიზნობრივი გააზრების დამახასიათებელი ნიშნებიდან მთელ გზაზე ფანტაზიებამდე, ოცნებებამდე და სიზმრის მსგავს ხატებამდე. ტერმინი ფროიდმა პირველად მიუყენა იმ ფსიქიკურ შინაარსებს, რომლებსაც შეუძლია ადვილად გახდეს ცნობიერი. რასაც შეიძლება ახლდეს განსხვავებული, ძლიერი ემოციური რეაქციები. ეს პროცესი ხორციელდება კათექსისში (ნეიტრალიზებული ენერგიის) გაზრდით. ყურადღების საშუალებით, რითაც იგი განსხვავდება არაცნობიერის ცნობიერებაში შემოსვლისაგან. რაც შესაძლებელია დიდი სიძნელით, ენერგიის მნიშვნელოვანი დახარჯვის შემდეგ, თუ კი ეს შემოსვლა საერთოდ შესაძლებელია
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.