Rus. алкогольная деградация психоподобными симптомами პიროვნული ცვლილებების ამ ეტაპზე ნიველირებას განიცდის აღნიშნული პიროვნებისათვის დამახასიათებელი ფსიქოპათიური ხაზები, რაც გამოვლინდება მხოლოდ გარკვეული კომპონენტების სახით; ამიტომ უმეტესად ლაპარაკია პიროვნების მოზაიკურობაზე. ჩვეულებრივ აღინიშნება ისეთი თვისებები, როგორიც არის უხეში ცინიზმი, შეუკავებელი აგზნებადობა აგრესიული მოქმედებებით, უტაქტო შენიშვნები, შემაწუხებელი გულახდილობა, მიდრეკილება გარშემომყოფთა დამცირებისაკენ, მხდალობა, პირფერობა, მკვეხარობა, ცრუობა. ხშირია დისფორიები და ღრმა, დათრგუნული გუნება-განწყობა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.