(Hoche A.E.) დაბალი ინტელექტუალური დონე, შენიღბული გარეგნულად თითქოს კარგი, მაგრამ შაბლონური მეტყველებით, აღზრდის პროცესში ათვისებული მანერებით, დახვეწილი ტანსაცმლით, გარკვეული სოციალური და სულიერი პრეტენზიებით. ძირითადად ვლინდება დასწავლული ფრაზეოლოგიით მსჯელობისას კრიტიკის უკმარისობის დროს. ცნება ახლოსაა განუშკინის (Ганушкин И.Б., 1933) მიერ გამოყოფილ კონსტიტიტციურ-სულელ ჯგუფთან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.