ნიკოტინის მჟავას დეფიციტით გამოწეული ენცეფალოპათია. გამოხატულია ცნობიერების შეცვლა (ძილიანობა, დეზორიენტაცია). დაკბილული ბორბლის ფენომენი კიდურებში. ჰიპერკინეზები, კანზე და ლორწოვანზე პელაგროიდული სიმპტომები. ნიკოტინის მჟავათი მკურნალობით მიიღწევა სწრაფი რედუქცია. Joliffe N., 1930
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.