A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ამა ამბ ამე ამი ამნ ამო ამტ ამუ ამფ

ამენცია

Rus. аменция
L. mens – ჭკუა, აზროვნება, აზრი
ცნობიერების აშლის სინდრომი. ძირითადი ნიშნები – ადგილში, დროში და საკუთარ პიროვნებაში სრული დეზორიენტაცია, დაუკავშირებელი აზროვნება, აწეული გაფანტულობა, ამორფული, არამყარი ილუზიების და ჰალუცინაციების არსებობა, წყვეტილი ბოდვითი განცდები, დაბნეულობა, შიშები არაადეკვატური ემოციურობა. ზოგჯერ ხანგრძლივი მოუსვენრობა (ჩვეულებრივ, საწოლის ფარგლებში). ამენციის გამოსავლის შემდეგ – ამნეზია. ვითარდება მძიმე, ხანგრძლივი, ორგანიზმის გამომფიტავი სომატური დაავადების დროს. განსაკუთრებული ვარიანტების სახით გამოყოფენ ჰალუცინაციურ (ხატოვანი ჰალუცინაციური განცდები) და კატატონიურ (გამოხატული მოძრაობით – ნებითი დარღვევები) ამენციას. ავტრომა პირველად უწოდა მწვავე ჰალუცინაციური აბნევა და შემდგომში, 1890 წ., შემოიღო ცნება ამენცია, რომლის საზღვრები მნიშვნელოვნად გააფართოვა, განიხილავდა როგორც დამოუკიდებელ ფსიქოზს.(Meinert Th., 1881).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9