Rus. характер истерический მოიცავს აწეულ შთაბეჭდილებიანობას, წარმოსახვის სიცხოველეს, მეტისმეტ შეგაგონებას და თვითშთაგონებას, დემონსტრაციულობას, თეატრალობას, მანერულობას, ემოციების გარეგნული გამოვლინების უტრირებულ ხასიათს, მათი განცდასთან შეუსაბამობას, ინფანტილურ შეფერილობას, გროტესკულობას, ჭირვეულობას, ნებით არამყარობას (არაგეგმიური ნება) (Kraepelin E.). სემკე (Семке В.Я. 1988) აგრეთვე აღნიშნავს განსაკუთრებულ პიროვნულ რეაქციას დაავადებაზე - გარეშე ყურადღების მიპყრობის სურვილი და თვისება, გამოიყენოს არსებულ სიტუაციაში საკუთრივ შესრულებული როლი თავის სასარგებლოდ
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.