Rus. искусственное питание გამოიყენება საკვების მიღებაზე უარის თქმის შემთხვევაში, რაც გამოწვეულიაავადმყოფის ფსიქიკური მდგომარეობით (კატატონიური სტუპორის დროს ნეგატივიზმით, ბოდვითი განცდების შედეგად). ხორციელდება ნაზო-გასტრალური ზონდის საშუალებით. აუცილებელია დავრწმუნდეთ, რომ ზონში მოხვდა კუჭში და გამორიცხულია სასუნთქ გზებში მისი ჩაშვება. ამ მიზნით, ზონდის ღია ბოლოსთან მიაქვთ) ანთებული ასანთი; თუ ასანი)) არ ქრება, ე.ი. ზონდი კუჭშია. ზონდით შეჰყავთ საკვები დანაწევრებული სახით მისი დახშობის თავიდან ასაცილებლად. საკვები უნდა შეიცავდეს ცხოველქმედებისთვის აუცილებელი რაოდენობის ცხიმებს, ცილებს, ნახშირწყლებს, ვიტამინებს. ხშირად ნარევი კეთდება უმი კვერცხის, ნაღების, რძის, კარაქის, შაქრისგან
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.