Rus. галлюциноз обоятельный Габека (Habeck D., 1965) იზოლირებული ჰ. აღინიშნება 40 წლის შემდგომ ასაკში ორგანულ ცერებრულ პათოლოგიასთან დაკავშირებით. ავადმყოფები ამტკიცებენ, თითქოს ისინი არიან უსიამოვნო სუნის წყარო, რაც შესამჩნევია გარშემომყოფთათვის. ჰ-თან მჭიდროდაა დაკავშირებული დამოკიდებულების იდეები, რომლებიც ზოგჯერ აღწევს მნიშვნელოვან გამოვლინებას (შესაძლებელია სუიციდური ცდები. მოტივირებული განკიცხულობის გრძნობით). ხშირია სენესტოპათიური შეგრძნებები, ცალკეული ტაქტილური ჰალუცინაციები. არ არის დამახასიათებელი ნაძალადევი ან გარედან თავს მოხვეული იდეები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.