A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰაიდენჰაინის დაავადება

Rus. Гайденгайна болезнь
პრესენიკური დემენციის (განსაკუთრებით იშვიათი) ერთ-ერთი ფორმა. დასაწყისი 38-55 წლის ასაკში. გამოირჩევა თავის ტკივილის შეტევებით, სინათლის შიშით, თავბრუსხევითი, უძილობით, ზოგადი სისუსტით. გამღიზიანებლობით, ყურადღების კონცენტრაციის გაძნელებთ. სწრაფად პროგრესირებს ქერქული სიბრმავე ორმხრივი ჰემიანოფსიით ცენტრალური მხედველობის შენარჩუნების ფონზე, პროგრესირებადი დემენცია ექოლალიით და პერსევერაციით. ატაქსია და ათეტოზი, დიზართრია. კუნთთა ტონუსის ზოგადი მომატება პირამიდული ნიშნების გარეშე. ლიქვორი პათოლოგიის გარეშეა. მიმდინარეობა განსაკუთრებულად არაკეთილსაიმედოა. პათოლოგანატომიურად - თავის ტვინის ქერქის, ძირითადად კეფის წილის ატროფია ბაზალური განგლიების დაზიანებასთან ერთად. Heidenhein A., 1929
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9