A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალერვორდენ-შპატცის დაავადება

Rus. Галлерворден-Шпатца болезнь
დაავადება იწყება ბავშვთა და მოზარდთა ასაკში (სიცოცხლის 1-2 ათწლეული) დამახასიათებელია სიარულის პროგრესირებადი დარღვევა. მზარდი კუნთოვანი რიგიდობა ექსტრაპირამიდული ტიპით, პირამიდული სიმპტომატიკა. მეტყველების დარღვევის და დემენციის თანდათანობით განვითარება, დისფაგია. სუნთქვის დარღვევა. ქორეაფორმული და ათეტოზური ტიპის უნებლიე მოძრაობანი. ეპილეფსიფორმული გულყრები. ხანგრძლივობა 8-15 წელი. სიკვდილი სრული მარაზმის მდგომარეობაში, ჩვეულებრივ 30 წლამდე. დაავადება ატარებს ოჯახურ- მემკვიდრეობით ხასიათს (ავტოსომურ-რეცესიული ტიპი). მორფოლოგიურად - მკრთალი ბურთის და შავი სუბსტანციის ბადისებრი წარმონაქმნის გადაგვარება. პათოგენიზმი მნიშვნელოვან როლს ასრულებს რკინისა და ლიპიდების ცვლის დარღვევა. Hallerworden J., Spatz H., 1922
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9