A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინაციები პიკისა

Rus. галлюцинаций Пика
(Pick A.,1909). მხედველობითი ჰალუცინაციები მეტამორფოფსიებით თავის ტვინის IV პარკუჭის ძირის დაზიანების დროს. ავადმყოფები ამტკიცებენ. რომ ისინი „ხედავენ კედლის მიღმა“. თვით ოთახის კედლები იხრება და გადაადგილდება. ავადმყოფები „ხედავენ“, რომ გარშემომყოფები გადიან კედელში და გადაადგილდებიან მის უკან. ამ დროს ხშირად აღინიშნება დიპლოპია და ნისტაგმი. ჰალუცინაციური განცდებისადმი კრიტიკული დამოკიდებულება არ არის გამოხატული. განიხილება როგორც წონასწორობის (ვესტიბულური) ჰალუცინაციის გამოვლინება, რომელიც აღმოცენდება მხედველობით და ვესტიბულურ გადიზიანებათა შორის შეუსაბამობასთან დაკავშირებით ჰ (Ушаков Г.К., 1976)
Synonym: ილუზია პიკისა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9