Rus. алкогольного делирия стадии I – ფსიქოზის წინამორბედი სტადია, პრედელირიუმი; II – ფსიქოზის დამძიმების და სომატურ-ნევროლოგიური დარღვევების გამოვლენის სტადია (ცნობიერების დელირიული შეცვლა, შიშის აფექტი, ფსიქომოტორული აგზნება); III – ვითარდება დელირიუმის არაკეთილსაიმედო მიმდინარეობის დროს. გამოიხატება ფსიქომოტორული აგზნების თანდათანობითი ჩაქრობით, ტემპერატურის მატებით, ადინამიით, სოპორული და ზოგჯერ კომატოზური მდგომარეობების განვითარებით; IV – ტერმინალური – ფსიქოზიდან გამოსვლა – პოსტდელირიული ასთენიით ან აკინეზური კომით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.