Rus. алкогольная депрессия დეპრესიული მდგომარეობები აღმოცენდება ავტოქთონურად ან რეაქტიულად აბსტინენციის პერიოდში და რჩება მისი გავლის შემდეგაც. სხვა შემთხვევებში ცვლის დელირიულ და ჰალუცინაციურ სინდრომებს, გამოვლინდება დისფორიული დეპრესიების და ცრემლიანი, შფოთვიანი ან იპოქონდრიული დეპრესიების სახით, იშვიათად ვიტალური კომპონენტებით. ყურადღებას იპყრობს სუიციდური აზრების სიხშირე და მუდმივობა. ხანგრძლივობა 1-2 კვირიდან 1 თვემდე, ქალებში გრძელდება რამდენიმე თვე და მეტი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.