Rus. галлюцинаций психогенные აღმოცენდება ფსიქოგენურ მემოქმედებასთან დაკავშირებით (ფსიქიკური ტრავმა, ჰიპნოზური შთაგონება). ძირითადი მიზეზი – უეცრად აღმოცენებული განსაკუთრებულად ინტენსიური ან ხანგრძლივი დროის განმავლობაში გადაუჭრელი აფექტი. ჰალუცინაციური სახეების შინაარსი ასახავს ფსიქოგენიას. შეიძლება იყოს მხედველობითი და სმენითი. განსაკუთრებულად გავრცელებულია ფსიქიკური ეპიდემიების (იხ.ჰალუცინაციები ფსიქოგენური ინდუიცირებული) დროს. ადვილად აღმოცენდება ბავშვებში. გილიაროვსკიმ (Гиляровский В.А.,. 1949) ფ.ჰ–იდან გამოყო აფექტოგენური ჰ., რომლის გენეზში გადამწყვეტ როლს ასრულებს ემოციური ფაქტორი: მათ საწინააღმდეგო იდეაგენურ ჰ–ში კი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს შიშს, მოუშორებელ აზრებს, რომლებიც დაკავშირებულია ახლობელ ადამიანთან. ეს დაყოფა პირობითია: გამოყოფენ იდეააფექტურ ჰ–ს (Callieri B., Felici F., 1966). რაც გამოწვეულია კატათიმიური მექანიზმებით. ჰალუცინაციების აღმოცენების მექანიზმში ფსიქოგენური ფაქტორის როლი, მილევის (Милев В. 1979) მიხედვით, გადაჭარბებულია: მრავალი ავადმყოფი ჰალუცინაციური განცდებით, რომლებიც თავდაპირველას შეფასებული იყვნენ როგორც ფსიქოგენური, კატამნეზურად აღმოჩნდნენ შზოფრენიით დაავადებულები
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.