Rus. алкогольная эмбриопатияGk. embrion - ჩანასახი, ნაყოფი (Jones K.L., Smith D.W., I973). მსმელი დედების მიერ გაჩენილ ბავშვთა პათოლოგია. გამოიხატება პრე- და პოსტნატალური ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების ჩამორჩენით, ქალა-სახის სიმახინჯეებით (მიკროცეფალია, მოკლე და ვიწრო თვალის ნაპრალები, ეპიკანტი, ზედა და ქვედა ყბის ჰიპოპლაზია, მგლის ხახა, მიკროგნატია). ასევე გვხვდება სახსრების ანომალია, ხელისგულების ნაოჭების გასადავება. თანდაყოლილი გულის მანკები, გარეთა სასქესო ორგანოების ანომალიები, კაპილარული ჰემანგიომები, ნატიფი მოტორიკის დაზიანება, გონებრივი ჩამორჩენილობა. რომლის გამოხატულება ხშირად კორელაციაშია ალკოჰოლიზაციის ხარისხთან (Куниковская Л.С.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.