A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰალუცინოზი ათეროსკლეროზული ქრონიკული

Rus. галлюциноз атеросклеротический хронический
(Суханов С.А., 1904-19061). ქრონიკული ჰ-ის სახე. გვხვდება იშვიათად, უმეტესად ქალებში. ხანგრძლივი დროის განმავლობაში ავადმყოფები ინარჩუნებენ კრიტიკულ დამოკიდებულებას პათოლოგიური განცდების მიმართ და განასხვავებენ მათ რეალური შთაბეჭდილებებისაგან. მხოლოდ ზოგჯერ აღიქმება ჰალუცინაციები როგორც რეალური მოვლენა. ჰალუცინაციები თავდაპირველად წარმოადგენს იზოლირებულ მონოსიმპტომურ აშლილობებს; ათეროსკლეროზის გაღრმავვბასთან ერთად აღინიშნება მისი დამახასიათებელი ნიშნების გაძლიერება: მეხსიერების შესუსტება, ინტელექტუალური დაქვეითება, განურჩევლობა. იკარგება კრიტიკული დამოკიდებულება ჰალუცინაციების მიმართ. ჰალუცინაციების შინაარსი ხშირად ნეიტრალურია, ეხება უბრალო ცხოვრებისეულ მოვლენებს. დაავადების მიმდინარეობასთან, ერთად ჰალუცინაციებმა შეიძლება მიიღოს ფანტასტიკური ხასიათი. ქრონიკულ ჰალუცინოზს სუხანოვი თავდაპირველად აკუთვნებდა ცერებრული ათეროსკლეროზის კლინიკას, მაგრამ შემდგომში (1914) – პრესენილურ ფსიქოზებს. თუმცა, ეს უკანასკნელი ავტორის მიერ განიხილებოდა როგორც მხოლოდ სხვადასხვა ეტიოლოგიის ფსიქოზების კრებითი ჯგუფი, რომლებიც უპირატესად აღმოცენდება მოგვიანებით ასაკში. შემდგომი წლების გამოკვლევები ადასტურებს ქრონიკული ვერბალური, ჰალუცინოზის გამოყოფის მართებულობას ცერებრული ათეროსკლეროზის ფარგლებში (Фрумкин Я.Н., 1957. Штернберг Э.Я., 1969)
Synonym: ჰალუცინოზი არტეროსკლეროზული ქრონიკული
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9