A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები

Rus. алкогольные энцефалопатии
აღნიშნული ტერმინით გამოიყოფა ის მეტალკოჰოლური ფსიქოზები, რომლებიც უპირატესად გამოვლინდება ალკოჰოლიზმის III სტადიაში. კლინიკურ სურათში ფსიქოზურ აშლილობებთან ერთად წამყვანი ადგილი უჭირავს სომატურ და ნევროლოგიურ დარღვევებს. მიმდინარეობს ან მძიმე დელირიული სინდრომებით, ან გაბრუების სხვადასხვა სიღრმით, ან სხვადასხვა ორგანული ფსიქოსინდრომებით. ენცეფალოპათიების პათოგენეზში აღსანიშნავია ნივთიერებათა ცვლის, პირველ რიგში, ვიტამინების ბალანსის დარღვევა, მაგ., B1-ის ჰიპოვიტამინოზი, რომელიც ორგანიზმში ასრულებს Co-ენზიმის როლს. ღვიძლის ალკოჰოლური დაზიანება და თიამინის შეწოვის მოშლა იწვევს B1 ვიტამინის ჰიპოვიტამინოზს, რომელიც თავისთავად არის ნახშირწყლოვანი ცვლის დარღვევის მიზეზი, ეს უკანასკნელი კი აუცილებელია როგორც ტვინის ენერგეტიკული რესურსი. ალკოჰოლიზმის დროს ირღვევა აგრეთვე ვიტამინი B6 (პირიდოქსინი) და ვიტამინი PP (ნიკოტინის მჟავა) ცვლა, ალკოჰოლური ენცეფალოპათიები იყოფა მწვავე და ქრონიკულ ფორმებად
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9