Rus. галлюциноз одностаронный ხშირად ვერბალური, მაგრამ შეიძლება იყოს მხედველობითიც. ლაპარაკია აღქმის პათოლოგიაზე, რომელიც ავადმყოფის მიერ აღიქმება შესაბამისი ანალიზატორით ერთი მხრიდან. ჰალუცინაციები შეიძლება იყოს ელემენტარული ან რთული. ხშირად აღინიშნება თავის ტვინის ქერქის ცალმხრივი დაზიანების და გრძნობათა ორგანოს ცალმხრივი დაავადების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.