Rus. Гамильтона шкала тревоги (Hamilton M., 1959). პიროვნული კითხვარი. მოწოდებულია კონსტიტუციური შფოთვისა და სიტუაციური შფოთვის გამოსავლენად და სადიფერენცაციოდ. შეიცავს სიმპტომთა 14 ჯგუფის ჩამონათვალს, რომელიც აფასებს შფოთვის ფსიქიკურ და სომატურ ასპექტებს. მოიცავს შფოთვის, გუნება–განწყობის, ფობიურ, ემოციური დაძაბულობის, ძილის დარღვევის, დეპრესიული ბუნება-განწყობის სიმპტომებს; სომატური სიმპტომებიდან - კუნთოვანი (ტკივილი, კრუხჩხვა და სხვა), სენსორული (მაგ.. ხმაური ყურებში), კარდიოვასკულარული, რესპირაციული, გასტრო-ინგესტინალური, ურო–გენიტალური, ნეიროვეგეტატიური. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა გამოკითხვის დროს ქცევას. მნიშვნელოვანია შიშის ნევროზის დიაგნოსტიკის დროს. შედეგები ნაკლებად ინფორმაციულია აჟიტირებული დეპრესიის, აკვიატებული ნევროზების, ისტერიის და შიზოფრენიის დროს (Кокошкарова А., 1981)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.