Rus. алкогольные энцефалопатии острая с молниеносным течением პროდრომულ პერიოდში, რომელიც გრძელდება 2-3 კვირა, უპირატესად გამოხატულია ადინამიური ასთენია, მიმდინარე სომატურ-ნევროლოგიური დარღვევებით. ფსიქოზური სურათი წარმოდგენილია პროფესიული ან მუსიტირებადი დელირიუმის სახით, მაღალი ტემპერატურით (40-410) ერთ ან რამდენიმე დღეში ვითარდება მკვეთრი გაბრუება კომატოზურ მდგომარეობამდე. დროულმა სამედიცინო ჩარევამ შეიძლება უზრუნველყოს გამოჯანმრთელება, რომლის გამოსავალია გარდამავალი ან გახანგრძლივებული ფსევდოპარალიზური სინდრომი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.