A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰაა ჰაბ ჰაგ ჰად ჰაი ჰალ ჰამ ჰან ჰაპ ჰარ ჰატ ჰაუ ჰაფ ჰაშ

ჰაუზერ კასპპარის სინდრომი

Rus. Хаузера Каспара синдром
ფსიქოპათოლოგიურ სიმპტომთა კომპლექსი, რომელიც აღენიშნებათ მარტოობაში გაზრდილ ადამიანებს. ხასიათდებიან სოციალური და პედაგოგიური ჩამორჩენილობით, მგრძნობიარობით. გამოყოფილია ვიეზეს (Wiese K., 1966) მიერ და სახელწოდება დაკავშირებულია რეალური პირის კასპარ ჰაუზერის სახელთან. იგი იპოვეს 1828 წ. ნიურნბერგის ბაზრის მოედანზე უჩვეულო ვითარებაში. ამ დროისთვის მისი ინტელექტუალური განვითარება შეესაბამებოდა სამი წლის ასაკს, თუმცა, გამოიყურებოდა როგორც 16 წლისა, სამი წლის შემდეგ კი მისი ინტელექტუალური განვითარება შეესაბამებოდა 8 წლის ასაკს. 1838 წელს იგი სასიკვდილოდ დაჭრა უცნობმა პირმა. არსებობს ვარაუდი, რომ კასპარ ჰაუზერი - ბადენის ჰერცოგის შვილი პირველი ცოლისგან, დედინაცვლის ბრძანებით იგი ჩაამწყვდიეს სარდაფში და იკვებებოდა მხოლოდ პურით და წყლით. რომელსაც მას აძლევდნენ ძილის დროს. კასპარ ჰაუზერი - გერმანელი მწერლის ი. ვასერმანის ამავე სახელწოდების რომანის გმირი
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9