Rus. алкогольные энцефалопатии острая мигрированная პროდრომული პერიოდი გრძელდება 1-2 თვე, რომლის დროსაც აღინიშნება ასთენიური მდგომარეობა. გამოხატულია გამღიზიანებლობით, ჰიპერესთეზიით, ბუნება-განწყობის დაქვეითებით. ნევროლოგიურად – უპირატესად ნეიროპათიების სახით. ფსიქოზის მანიფესტაცია ხდება დელირიული სიმპტომატიკით ღამის საათებში. მას დღის საათებში ცვლის ძილიანობა ან შფოთვიან-დისფორიული დეპრესია იპოქონდრიულობით და დამახსოვრების უნარის დაქვეითებით. სომატურ-ნევროლოგიური დარღვევები მუდმივია, მაგრამ არამკეეთრად გამოხატული. ხანგრძლივობა 2–3 თვემდე. გამოსავალი – ასთენია ან ასთენია დეპრესიით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.