(Rinderknecht G., 1920). ფსიქოპათოლოგიური სინდრომი, ვლინდება ბავშვობიდან, ხასიათდება ემოციური სიცივით, განურჩევლობით და გამოხატული ანტისოციალური ტენდენციებით. ავტორი კ. ჰ–ს აკუთვნებდა შიზოფრენიას, ძირითად განმასხვავებელ ნიშნად კი მიიჩნევდა ანტისოციალურ ტენდენციებს. თანამედროვე ფსიქიატრიაში კ.ჰ. არის შიზოიდური ფსიქოპათიის ერთ-ერთი ვარიანტი (აფექტურად ჩლუნგი, ცივი ანესთეგიური ფსიქოპათები). ცნება კ.ჰ. კლინიკურ ფსიქიატრიაში არ დამკვიდრდა, რადგან მოკლებულია ფსიქოპათოლოგიურ დასაბუთებას (Аккерман В.И., 1933).
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.