A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰეა ჰებ ჰედ ჰეკ ჰელ ჰემ ჰენ ჰეპ ჰერ ჰეტ ჰეფ

ჰელერ-ცაპერტის დაავადება

Rus. Геллера-Цапперта болезнь
პროგრესული ჭკუასუსტობა ადრეულ ბავშვთა ასაკში. 2–3 წლამდე ბავშვი ვითარდება სწორად, შემდეგ რაიმე ხილული მიზეზის გარეშე ხდება აგზნებული, ბრაზიანი, ჭირვეული, უმიზეზოდ ტირის. თანდათან ვითარდება ჭკუასუსტობის სურათი და მეტყველების გაღარიბება. წლინახევრის შემდეგ - მეტყველების უნარის სრული დაკარგვა. ავადმყოფი არ ასრულებს ინსტრუქციებს, მოძრაობები ერთფეროვანი, სტერეოტიპულია, ზოგჯერ - კატატონიური გამოვლინებები, ნაძალადევი სიცილი და ტირილი. რიგ შემთხვევებში - ეპილეფსიფორმული გულყრები. ღრმა ჭკუასუსტობის დროს ავადმყოფის სახე ინარჩუნებს აზრიან გამომეტყველებას. Heller F., Zappert J., 1909
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9