A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები ქრონიკული. ბერი-ბერის სურათით

Rus. алкогольные энцефалопатии хроническая с картиной бери-бери
დაავადება აღმოცენდება თიამინის (ვიტამინი B1) ხანგრძლივი დეფიციტის შედეგად. კლინიკაში წამყვანია ნევროლოგიური დარღვევები. გამოხატულია პოლინეიროპათიური მოვლენები, უპირატესად, ქვედა კიდურებში. გამოვლინდება ორი ფორმის სახით. ერთ შემთხვევაში აღინიშნება ტკივილები ან პარესთეზიები სიცივის და წვის შეგრძნებით და გამოხატული ოფლიანობით, კუნთოვანი ძალის და რეფლექსების შედარებითი შენარჩუნებით; სხვა შემთხვევებში გამოხატულია კუნთოვანი ძალის დაქვეითება მოძრაობისა და დგომის გაძნელებით, ტაქტილური მგრძნობელობის მოშლა, აქილევსის და მუხლის რეფლექსების გაქრობა. გულის მხრივ აღინიშნება მიოკარდიოდისტროფია მარჯვენა პარკუჭის უკმარისობით. ფსიქიკური ცვლილებები ვლინდება ასთენიური სინდრომის სახით
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9