A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები ქრონიკული. ზედა ღრუ ვენის სტენოზით

Rus. алкогольные энцефалопатии хроническая со стенозом верхней полой вены
უვითარდებათ ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებს, რომელთაც აღენიშნებათ ღვიძლის ციროზი. მიეკუთვნება ძნელად სადიფერენციაციო შემთხვევებს. კლინიკურად მწვავედ ვითარდება გაბრუება ობნუბილაციიდან კომამდე. შეიძლება გამოხატული იყოს ეიფორიული განწყობა ბავშვური საქციელით, სიცელქით, გამღიზიანებლობით ან აპათიით. დამახასიათებელ ნიშნად ითვლება თითების ტრემორი, კუნთოვანი ჰიპოტონია. აღნიშნულმა მოვლენებმა შესაძლებელია განიცადოს რედუცირება შემდგომი რეციდივებით. კომატოზურ მდგომარეობაში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი. (Frederichs H., 1877. Lanceraux, 1899)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9