A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები ქრონიკული კორსაკოვისა

Rus. алкогольные энцефалопатии хроническая Корсакова
მწვავე ალკოჰოლური ენცეფალოპათიის ვარიანტი ვითარდება, ჩვეულებრივ, ატიპური ალკოჰოლური დელირიუმის შემდეგ. ხასიათდება პოლინევრიტით კიდურთა კუნთების სხვადასხვა გამოხატულების ატროფიით, მყესთა რეფლექსების დაქვეითებით ან გაქრობით და ფსიქიკური ცვლილებებით (ამნეზია, ხშირად ანტერორეტროგრადული, რეტროგრადული და ფიქსაციური, დეზორიენტირება. კონფაბულაციები და ფსევდორემინისცენციები). პათოლოგანატომიურად – მწვავე ან ქრონიკული ხასიათის დიფუზური ცვლილებები ნერვულ უჯრედებში, მათი დაღუპვა, განსაკუთრებით, ქერქის III შრეში. წვრილი სისხლჩაქცევები ქერქში, ტვინის ღეროში, III პარკუჭის მიდამოში, ზურგის ტვინში და პერიფერიულ ნერვებში. მსუბუქ შემთხვევებში მიმდინარეობა შეიძლება იყოს რეგრედიენტული, ფსიქიკური მდგომარეობის შედარებითი გაუმჯობესებით დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში. ზოგჯერ შესაძლებელია გამოჯანმრთელებაც, შედარებით მძიმე შემთხვევებში ფორმირდება ჭკუასუსტობა. განსაკუთრებით ავთვისებიანად მიმდინარე შემთხვევებში შესაძლებელია ლეტალური გამოსავალი.(Корсаков С.С., 1887)
Synonym: ალკოჰოლური დამბლა
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9