A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

ჰა ჰე ჰი ჰო ჰუ
ჰიგ ჰიდ ჰილ ჰიპ ჰირ ჰის

ჰიდროცეფალია

Rus. гидроцефалия
თავის ტვინის წყალმანკი, გამოწვეული ტვინის პარკუჭებსა და ქსელქვეშა სივრცეებში ლიქვორის რეზორბციის და ცირკულაციის დარღვევით ან ჭარბი სეკრეციის გამო. ხასიათდება ქალასშიგა წნევის მომატებით. დიაგნოსტირება ხდება პნევმოენცეფალოგრაფიით, კრანიოგრაფიით, კომპიუტერული აქსიალური ექოგრაფიით, ელექტროენცეფალოგრაფიით. ჰ–ის ძირითადი სახეები: შიგა ანუ პარკუჭოვანი - ლიქვორი უპირატესად გრიუდება ტვინის პარკუჭებში; გარე - ლიქვორი გროვდება ქსელქვეშა სივრცეებში; ზოგადი – ლიქვორი გროვდება პარკუჭებშიც და ქსელქვეშა სივრცეებშიც. გამოყოფენ თანდაყოლილ და შეძენილ ჰ-ს. თანდაყოლილი ჰ-ის წარმოშობა დაკავშირებულია დედის მიერ ორსულობის დროს ინფექციური, ინტოქსიკაციური და ტრავმული დაავადებების გადატანასთან. შეძენილი ჰ. ვითარდება მენინგიტების, მენინგოენცეფალიტების, თავის ტვინის ტრავმული (მ.შ. სამშობიარო) და სიმსივნური დაავადებების დროს. 16 თვის ასაკამდე ყიფლიბანდების შეუხორცებლობა ხელს უწყობს ჰ-ის განვითარებას. დამახასიათებელია ტიპური გამომეტყველება, შუბლის და თხემის ბოცვების გამობურცვა, ეგზოფთალმი, თვალებს შორის მანძილის გაზრდა (ჰიპერტელორიზმი). თავის ქალას ძვლები გათხელებულია, ნაკერები გაფართოებული და შეუხორცებელი. ხშირია კრანიალური ნერვების დამბლები, კერძოდ, მხედველობის სიმახვილის დაქვეითება მხედველობის ნერვების ატროფიის გამო, ბავშვთა ცერებრული დამბლის მოვლენები. ფსიქიკის მხრივ - გამოხატულია სხვადასხვა ხარისხის გონებრივი ჩამორჩენილობა. დამახასიათებელია მრავალსიტყვიანობა, რეზონიორობა, არაადეკვატური ხუმრობები, ემოციური მერყეობა, ეიფორიული ან არამოტივირებული მრისხანების მდგომარეობები.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9