Rus. гиперкинезGk. hyper – მეტისმეტი, kinesis – მოძრაობა ფუნქციური და ორგანული გენეზის ავტომატური ნაძალადევი მოძრაობები კუნთთა უნებლიე შეკუმშვების სახით. პეტელინის (Л.Петелин) მიხედვით. ჰიპერკინეზი იყოფა თავის ტვინის დაზიანების დონის მიხედვით: 1) თავის ტვინის ქერქი და ქერქქვეშა წარმონაქმნები (ეპილეფსიური კრუნჩხვები); 2) ქერქქვეშა კვანძები (ქიორეა, ათეტოზი. ტორსიელი დისტონია, ჰემიბალიზმი და სხვ.); 3) ტვინის ღერო (ორგანული ტრემორის სხვადასხვა სახეები, მიოკლონია. ტორტიკოლიზი და სხვ.)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.