A B C D E F G H I J K L M N O P R S T V W

აბ აგ ად აე ავ აზ ათ აი აკ ალ ამ ან აპ აჟ არ ას ატ აუ აფ აქ აღ აშ აც ახ აჰ
ალა ალბ ალგ ალე ალი ალკ ალო ალპ ალტ ალფ ალც

ალკოჰოლური ენცეფალოპათიები ქრონიკული მორელისა

Rus. алкогольные энцефалопатии хроническая Мореля
უვითარდებათ ღვინის ალკოჰოლიზმით დაავადებულ პირებს. კლინიკური სურათის დებიუტში ადგილი აქვს მძიმე ალკოჰოლურ დელირიუმს, რომელიც ჰგავს გაიე-ვერნიკეს ენცეფალოპათიას. დელირიუმის ამოწურვის შემდეგ ფსიქიკური დარღვევები ვლინდება პროგრესული დამბლის დემენციური ფორმისათვის დამახასიათებელი სიმპტომთა კომპლექსით. ნევროლოგიური დარღვევებიდან გამოხატულია: ასტაზია-აბაზია, კუნთოვანი ჰიპერტონია, ჰიპერრეფლექსია, კიდურების პარეზი და პლეგია, დიზართრია, ფტოზი, ნისტაგმი, სტრაბიზმი, სინათლეზე გუგების რეაქციის შესუსტება, ზოგჯერ ტოტალური ოფთალმოპლეგია. მარდისა და განავლის შეუკავებლობა. სიკვდილი ვითარდება მარაზმის მდგომარეობაში. ლიტერატურაში აღწერილი ყველა შემთხვევა დამთავრდა ლეტალურად. თან ერთვის მარკეაფავა-ბინიამის ენცეფალოპათია (Morel F., 1939)
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.
to main page Top 10FeedbackLogin top of page
© 2008 David A. Mchedlishvili XHTML | CSS Powered by Glossword 1.8.9