Rus. гипноза глубины шкалы (Weitzenhoffer A.M. Hilgard E.R., 1962). მხედველობაში მიიღება ისეთი ფაქტორები, როგორიცაა ადრე შთაგონებით აწეული ხელის გარკვეულ დონემდე დაშვება, შთაგონებული ჰალუცინაციები, შთაგონებული სიზმრების არსებობა, ასაკის რეგრესია. ანოსმია, ხელის უმოძრაობა, ნეგატიური ჰალუცინაციების გამოწვევის შესაძლებლობა (სუგესტიასთან დაკავშირებით, ავადმყოფი ვერ ხედავს რეალურად არსებულ საგნებს), ჰოსტჰიპნოზური ამნეზია. სკალა აგებულია ფსიქომეტრიული ტესტების ტიპით, გამოკვლევა გრძელდება დაახლოებით 1 საათი. გამოყენებული იყო ჰიპნაბელობასა და სხვა პიროვნულ თავისებურებებს შორის კავშირის დასადგენად (Hilgrad E.R., 1965). 2. კლინიკური სკალა ჰიპნოზის სიღრმის განსაზღვრისათვის (Orne M.T., O'Connel D.N., 1967). მხედველობაში მიიღება 5 ფაქტორი: რეაქციის არარსებობა, იდეამოტორული რეაქციის არსებობა, შთაგონების წინააღმდეგობის გაწევის შეუძლებლობა, შთაგონებული ჰალუცინაციები, პოსტჰიპნოზური ამნეზია. მაჩვენებელთა შეფასება ფსიქომეტრიული
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.