Rus. гипноза стадии по Бехтереву ჰიპნოზური მდგომარეობების სისტემატიზაცია მათი სიღრმის (მცირე, საშუალო და დიდი ჰ.) და გავრცელების ხარისხის მიხედვით. მცირე ჰ. ხასიათდება თვლემით, კიდურთა დამძიმების, სასიამოვნო სითბოს და დასვენების შეგრძნებით, პოსტჰიპნოზური ამნეზიის არარსებობით; საშუალო - მსუბუქი ძილით, კატალეფსიური გამოვლინებებით, ანესთეზიებით, ანალგეზიებით, რაპორტის შევიწროებით, მხოლოდ ექიმის სიტყვების გაგების უნარით, პოსტჰიპნოზური ამნეზიის არარსებობით; დიდი - ღრმა ძილით, რაპორტის სრული ამორჩევითობით, შთაგონებული ჰალუცინაციების რეალიზაციით, რთული განცდებით, პოსტჰიპნოზური შთაგონებით, ამნეზიით. შეესაბამება ფორელის ჰიპნოზის სტადიებს. Бехтерев В.М. 1911
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.