შუალედური მდგომარეობა ღვიძილსა და ძილს შორის. პავლოვის მიხედვით არჩევენ: გამათანაბრებელ, პარადოქსულ, ულტრაპარადოქსულ და ნარკოზულ ფაზებს, რომელთაც ენიჭებათ დიდი მნიშვნელობა ძილის, ჰიპნოზის, ბოდვის და ა.შ. პათფიზიოლოგიური მექანიზმების ახსნაში. კერძოდ, შიზოფრენიის დროს ფსიქიკური დარღვევების პათფიზიოლოგიური მექანიზმები აიხსნება რთული ჰიპნოიდურ–ფაზური პროცესებით. ჰიპნიოდური ფაზები აღმოცენდება არა მარტო ფსიქიკური მოწმედების ხელოვნურ შეკავებასთან დაკავშირებით, არამედ აღინიშნება გადაღლის, გამოფიტვის, ნევროზის, ფსიქიკური დაავადებების დროს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.