Rus. гипнопедияGk. paideia - სწავლება ჰიპნოზურ მდგომარეობაში სწავლება. ემყარება პრინციპს, რომ ჰიპნოზურ მდგომარეობაში ძლიერდება შთაგონებული მასალის აღქმა და იხსნება უცხო გამღიზანებლის კონკურენციული ზემოქმედება. გამოიყენება უცხო ენების შესწავლის დროს. ლექცია-შთაგონება გამოითქმება სეანსის განმავლობაში რამდენჯერმე დაბალი ხმით. ზოგჯერ ამ მიზნით იყენებენ მაგნიტოფონურ ჩანაწერებს
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.