ჰიპნოზური შთაგონების შერწყმა ღვიძილის მდგომარეობაში ფსიქოტერაპიასთან. ნაჩვენებია იმ მდგომარეობების დროს, როცა გაძნელებულია ავადმყოფთან კონტაქტი, ძირითადად ისტერიული დარღვევების დროს (ცნობიერების შევიწროება, მუტიზმი. ყრუმუნჯობა, ამავროზი). ჯერ ტარდება ჰიპნოთერაპიის სეანსი, შემდეგ გადადიან ფსიქოთერაპიული მკურნალობის სხვა მეთოდებზე - რაციონალური ფსიქოთერაპია, ავტოგენური ვარჯიში. Мягков И.Ф.
Source: ფსიქიატრიული ენციკლოპედია / შემდგ.: აკაკი გამყრელიძე, ნანა ნიკოლაიშვილი. - თბ. : მერანი-3, 1999 (მერანი-3). - 468გვ. ; 28სმ.. - ბიბლიოგრ.: გვ. 465-467. - ISBN 99928-34-40-4.